საია: სტრასბურგმა 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა

საიას ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 26 პირის საქმეზე, საიდანაც 22 პირის ინტერესებს საია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად იცავდა გადაწყვეტილება 14:00 საათზე გასაჯაროვდება.
მანამდე საიას გავრცელებული ცნობით, “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტებზე გამოძიების წარმოებისას ვლინდება”.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დღეს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას საქმეებზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.
საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევას. განმცხადებლები არიან აქციის მონაწილეები, ან ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებდნენ საპროტესტო აქციებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ