საია მოუწოდებს შსს-ს, დროულად გამოკვეთონ ნიკო მანაგაძეზე შესაძლო თავდამსხმელები

არასამთვრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აქტივისტ ნიკო მანაგაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
საია მოუწოდებს -ს, დროულად გამოკვეთონ დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირები. ასევე მიმართავს, რომ 8 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაანონსებულ აქციაზე ძალადობისა და მშვიდობიანი დემოსტრანტების უფლებების დარღვევის პრევენციისთვის ადეკვატური ზომები მიიღონ.
ორგანიზაცია, მოუწოდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, დაიცვას სტუდენტების მშვიდობიანი შეკრების უფლება და მიიღოს ზომები მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
“რუსული კანონის ინიცირებიდან დღემდე თითქმის ყოველდღიურობად იქცა კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების და სტუდენტების განსხვავებული აზრის გამო დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება. აქტივისტების წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ნიკო მანაგაძეზე თავდასხმა მოხდა საჯარო სივრცეში, ფაქტს შეესწრო არაერთი მოწმე, ადგილზე კი განთავსებულია ვიდეო კამერები, ვიმედოვნებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჯერად მაინც მოახდენს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცრებას”, – წერია განცხადებაში.
7 ივნისს აქტივისტს და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან რამდენიმე პირი თავს დაესხა და სცემა.
ნაცემი სტუდენტის ვიდეოს თსუ-ს ლექტორი, მაგდა მემანიშვილი ფეისბუქზე ავრცელებს. ვიდეოში ნიკო მანაგაძე ამბობს, რომ მინიმუმ ორი ადამიანი თავს დაესხა ზურგიდან, თუმცა არ დაუნახავს ხელი ჩაარტყეს თუ სხვა რაიმე საგანი.
“თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან ლექციიდან გამოვდიოდი, ზებრასთან ვიდექი, უკვე გზაზე გადმოვდიოდი და უკნიდან ვიგრძენი. შემდეგ მეც შევუბრუნე ხელი, ვცდილობდი თავდაცვას. შემდეგ მოვიდა მეორე, მესამე, მეოთხე, ალყაში ვიყავი, აღარც მახსოვს… სახეზეც არ მახსოვს ეგ ხალხი იმიტომ, რომ როგორც კი მივბრუნდი, მაშინვე სახის მიმართულებით, გამიზნულად, პირდაპირ თავში მოდიოდა…”, – ჰყვება ნიკო მანაგაძე.
ნიკო მანაგაძე ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, ვინც ლექციის ჩასატარებლად, თსუ-ში მისულ პრემიერ-მინისტრს, ს ე.წ. აგენტების კანონის გამო პროტესტით ხვდება.
“დახვდი ს”, – ამ ლოზუნგით მართავდნენ აქციას სტუდენტური მოძრაობის წევრები და შეძახილებით აცილებდნენ ირაკლი კობახიძეს თსუ-ში.
იგივე შინაარსის აქცია იგეგმება ხვალაც, 8 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, სადაც ირაკლი კობახიძის ლექცია უნდა გაიმართოს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ