საია: ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ არჩევნების საყოველთაობის პრინციპს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმაურება „ოცნების“ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც უცხოეთში მყოფი მოქალაქეები არჩევნებზე ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ. ორგანიზაცია ამბობს, რომ ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ არჩევნების საყოველთაობის პრინციპს.
„საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, განაგრძონ თავიანთი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფიზიკურად არ იმყოფებიან ქვეყნის ტერიტორიაზე. არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეების მიერ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას, მიუხედავად გეოგრაფიული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური გარემოებებისა.
აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს საქართველოს შემთხვევაში, რადგან ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა დიდია და მუდმივად იზრდება. ისინი ქვეყანაში დარჩენილ ოჯახებს მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ და ამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში“, – აცხადებს ორგანიზაცია.
საია აცხადებს, რომ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლებას აძლევენ, მზარდია და ამის პარალელურად, საქართველოს მოქალქებითვის ამ შესაძლებლობის წართმევა დაუშვებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ჩხვირკია: 2008 წელს სახლიდან გავიქეცი, რომ ომში მიმეღო მონაწილეობა, 2022 წელს, უკრაინაში ვიყავი საბრძოლველად – თუ აქ, ათონელის სასახლესთან ვიღაცას მოვუწოდებდი და მერე გავიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე!