საია: თემურ ქათამაძე 20 დღეა შიმშილობს, მის მდგომარეობაზე ინფორმაცია კვლავ არ მოგვეწოდება

ბათუმში, საპროტესტო აქციებზე მყოფი მედროშე თემურ ქათამაძის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ “თემურ ქათამაძე უკვე 20 დღეა შიმშილობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კვლავ არ მოუწოდებია შესაბამის უწყებას”.
საია-ს ცნობით, ადვოკატის შეფასებით, ქათამაძე გასულ დღეებთან შედარებით დასუსტებულია და აღენიშნება წონის მნიშვნელოვანი კლება.
საია-ს ინფორმაციით, ადვოკატთან საუბრისას მან განმარტა, რომ მიმდინარე კვირაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ პროცესზე დასწრებასაც სისუსტის გამო ვერ შეძლებს.
“მოვუწოდებთ შინაგან სამინისტროს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს ინფორმაცია რა კვლევები უტარდება თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, იმოქმედონ შესაბამისი სამედიცინო გაიდლაინებით და შიმშილობის ამ ვადისთვის საჭირო ყველა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარონ დაკავებულ პირს.
ამასთან, მივმართავთ სახალხო დამცველს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი”, – წერს საია.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს