საია: დაკავებულთა ნაწილი ადვოკატებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ გასულ ღამეს დაკავებულების უმრავლესობას არც ოჯახის წევრებთან და არც ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
“გასული ღამის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები უშედეგოდ ცდილობდნენ დაკავებულთა ადგილსამყოფლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიებას” – წერია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ადვოკატებთან საუბრის დროს დაკავებულებმა აღნიშნეს, რომ დაკავების დროს სამართალდამცავებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
“ამ დროისთვის უცნობია როდის დაიწყება სასამართლოში საქმეების განხილვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ:
· ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა;
· დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები და შეუფერხებლად შეძლონ მათთან შეხვედრა;
· დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებლად არ გახანგრძლივდეს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
· უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, სავარაუდო თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სხვა მოვლენების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება” – ვკითხულობთ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 14 პირი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის