საია ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესზე ივანიშვილის დისტანციურად დაკითხვას ეხმიანება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 5 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით, ს დისტანციურ გამოკითხვას გამოეხმაურა.
საია-ს თქმით, გაუგებარია, ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდეს
“გაუგებარია, მმართველი ძალის ისეთი გავლენიანი წარმომადგენელი, რომელიც რეალურად მართავს ძალოვან უწყებებს, რატომ შეიძლება ვერ გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობის პრობლემურობის და იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, მოცემულ საქმეში შესაძლოა იკვეთებოდეს კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის ნიშნები, რასაც მოქმედი კანონმდებლობა წლებია აღარ ითვალისწინებს, საია გააგრძელებს გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე საჯარო სხდომების მონიტორინგს”, – ნათქვამია განცხადებაში.