საია არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს

საია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს:
„საია აგრძელებს ბრძოლას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის საკითხზე და ს შემაჯამებელ ოქმისა და ს შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.
საია ასევე ითხოვს სასამართლოს მიერ დროებითი განჩინების მიღებას, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს აეკრძალება არჩევნების შეჯამების შემდგომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია ახალი საპარლამენტო შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობასთან. მათ შორის, ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაში მონაწილეობა; პარლამენტისთვის არჩევნების შედეგების შეტყობინება და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიისთვის პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის გადაცემა.
საჩივარში დამატებით მოთხოვნილია საქმეზე სამართალწარმოების შეჩერება საქართველოს პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც შეეხება არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას“

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს