საიას ცნობით, ნოემბერ-იანვარში 207 დემონსტრანტი გადაიყვანა სასწრაფომ აქციიდან საავადმყოფოში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2024 წლის 28 ნოემბერს დედაქალაქში დაწყებული დემონსტრაციბიდან კლინიკებში გადაყვანა 200-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა. ორგანიზაციის თავმჯდომარე ამ ინფორმაციის გაჟღერების დროს ეყრდნობა ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებულ ოფიციალურ წერილს.
„შეგვიძლია გაცნობოთ, რომ [2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 იანვრამდე] სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადებმა აქციებიდან სამედიცინო დაწესებულებებში 207 პირი გადაიყვანა“, – წერია წერილში, რომლის ფრაგმენტსაც საიას თავმჯდომარე ავრცელებს.
ამავე წერილში წერია, რომ ამ ორთვიან პერიოდში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა პოლიციის განყოფილებიდან 18 ადამიანი გადაიყვანა კლინიკაში, დროებითი დაკავების იზოლატორიდან კი 16.
BBC-ის საგამოძიებო ფილმის შემდეგ, რომელშიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციების სავარაუდოდ აკრძალული ნივთიერებით გამოყენებით დაშლაზეა საუბარი, სახელისუფლებო პარტია ამტკიცებს, რომ „მოგონილი აჟიოტაჟია ატეხილი“ და ამას ადასტურებს საავადმყოფოებში გადაყვანილი ადამიანების (მცირე) რაოდენობა.
გუშინ, 6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ს გამოძიების შემდეგ დაწყებული გამოძების შესახებ ბრიფინგი გამართეს. უწყების განმარტებით, 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, 4-5 დეკემბერს აქციის დასაშლელად Chlorobenzylidenemalononitrile გამოიყენეს.
გუშინვე „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა მ თქვა, რომ „რადგან ე.წ. „კამიტის“ და სხვა აკრძალული ნივთიერებების გამოყენების ნაწილში გასარკვევი და გამოსაძიებელი არაფერია, ამ თვალსაზრისით, საგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო თემა დახურულია“.
მისივე თქმით, გამოძიება გაგრძელდება „ყველაზე მნიშვნელოვან“ ნაწილზე – „კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ მიმართულებით. სუსში დაწყებული გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს BBC-ს რესპონდენტები.
წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების დამატებაზე, 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა და მედიამ კითხვები აქციების დაშლის პირველივე დღეებში დასვეს. 2024 წლის 30 ნოემბერს შს მინისტრის მოადგილემ აღიარა, რომ „წყლის ჭავლში, შესაძლოა, რაღაც იყო გარეული“, თუმცა ერთი წლის განმავლობაში -ს არაფერი უთქვამს, კონკრეტულად რა ნივთიერება იყო გარეული წყალში.
პროევროპული დემონსტრაციების დაშლის დროს წყლის ჭავლში ნივთიერების გარევის საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც BBC-მ გამოძება გამოქევყნა.
· BBC-ის მიერ 1 დეკემბერს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, BBC-მ მოიპოვა 2019 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში არსებული ინვენტარი. ამ დოკუმენტში დაფიქსირებული იყო ორი ქიმიკატი და ინსტრუქცია, როგორ უნდა შეურიონ ისინი წყალს:
· „ქიმიური სითხე UN 1710“ – BBC-ის განმარტებით, ეს არის ტრიქლორეთილენი (TCE), – „გამხსნელი“, რომელიც სხვა ნივთიერებას წყალში ხსნადს ხდის;
· „ქიმიური ფხვნილი UN 3439“ – ქოლგა ტერმინი, რომელიც სხვადასხვა ნივთიერებას მოიცავს, თუმცა დემონსტრანტების სიმპტომების გათვალისწინებით, BBC-ს ექსპერტები ეუბნებიან, რომ ეს არის ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“.
· გამოცემის თანახმად, მათ „არაერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა“ ამ დოკუმენტის ნამდვილობა და გარემოება, რომ ეს ორი დასახელების ნივთიერება გამოიყენებოდა.
· ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ „კამიტი“ დამოუკიდებლად არ იხსნება წყალში ისე, როგორც, მაგალითად, შაქარი, მისი წყალში შერევა და ჭავლით გაფრქვევა შესაძლებელია. დამატებით, შესაძლებელია ემულსიის მისაღებად ორგანული გამხსნელის, მაგალითად, TCE-ის დამატება, – BBC-ის ცნობით, სწორედ ეს გამხსნელია ინვენტარში ნახსენები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ