საიას სარჩელთან დაკავშირებით, ორმა მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არა მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკით და სამართლის პრინციპებით, არამედ მერკანტილური მიზნებით იხელმძღვანელეს

საიას სარჩელთან დაკავშირებით, ორმა მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არა მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკით და სამართლის პრინციპებით, არამედ მერკანტილური მიზნებით იხელმძღვანელეს
ვნახოთ რა არის მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკა, როგორ ხდება ხმის მიცემა სხვა ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირის წევრ და წევრობის კანდიდატ ქვეყნებში, რა პროცესები უძღოდა წინ საიას გააქტიურებას და რატომ ცდილობს ოპოზიცია ს შემდგომი სტრატეგია მთლიანად დეზინფორმაციაზე და ხმის ფარულობის დარღვევაზე ააგოს, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, არჩევნებამდე მ არაერთი იმიტირებული და საპილოტე არჩევნები ჩაატარა. იგი ასევე მიმოიხილავს მსოფლიო გამოცდილებას და ხმის ფარულობასთან დაკავშირებით დეზინფორმაციულ კამპანიას.
“კიდევ ერთხელ ვწერ ყბადაღებულ ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით, ვნახოთ რა არის მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკა, როგორ ხდება ხმის მიცემა სხვა ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირის წევრ და წევრობის კანდიდატ ქვეყნებში, რა პროცესები უძღოდა წინ საიას გააქტიურებას და რატომ ცდილობს ოპოზიცია არჩევნების შემდგომი სტრატეგია მთლიანად დეზინფორმაციაზე და ხმის ფარულობის დარღვევაზე ააგოს.
არჩევნებამდე ცესკომ საინფორმაციო კამპანია და არაერთი იმიტირებული არჩევნები ჩაატარა, ხმის მიცემის პროცესი გამოიყენება ე.წ. ჩარჩო კონვერტი, რაც ხმის ფარულობის სრულ გარანტიას იძლევა, ჩარჩო კონვერტის წესისამებრ გამოყენებას ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნების ფარულობას სრულად იცავდა, რაც შეეხება ჩარჩო კონვერტის არასწორ გამოყენებას, აღნიშნულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ მარკერის კვალი ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანს, დადგენა თუ რომელ კანდიდატს მიანიჭა ამომრჩეველმა უპირატესობა შეუძლებელია, რადგან ჩანს მხოლოდ წერტილი, რომლის კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირება არასანდო და არასწორი პროცესია.
აქვე ორი საინტერესო ფაქტი:
ანალოგიური წესით არაერთი იმიტირებული და საპილოტე არჩევნები ჩატარდა (მათ შორის თვითმმართველობის არჩევნები) არ დაფიქსირებულა არცერთი შემთხვევა, როცა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ან პოლიტიკურმა სუბიექტმა ხმის ფარულობა ეჭვქვეშ დააყენა, დღევანდელი მათი პოზიცია ბუნებრივია კითხვებს აჩენს.
კენჭისყრის დღეს ხმის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე მხოლოდ 7 საჩივარი დაიწერა (3044 უბანი) ასე გრძელდებოდა შემდეგი სამი დღის განმავლობაში, საიამ ხმის ფარულობის დარღვევა მხოლოდ მეოთხე დღეს აღმოაჩინა და 2000 ათასზე მეტი საჩივარი შეადგინა, რაც ასევე კითხვის ნიშნებს აჩენს.
რაც შეეხება მსოფლიო გამოცდილებას:
პოლონეთში გამოიყენება ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება.
ბულგარეთი- ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება, ჩანს ამომრჩევლის არჩევანი.
საინტერესოა, რომ მოლდოვაში, ახლახან ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს, ბიულეტენი კონვერტში არ თავსდებოდა, ცალსახად ჩანდა ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნება (შემოხაზული კანდიდატი
ოპოზიცია ცდილობს, ხმის ფარულობასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანიით საზოგადოებაში არასწორი აღქმები გააჩინოს და საკუთარი წარუმატებლობა სხვას გადააბრალოს, ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს, ხმის ფარულობა არ დარღვეულა!
აქვე აუცილებლად უნდა შევეხო ორი მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელიც საიას სარჩელთან დაკავშირებით იქნა მიღებული, 20ზე მეტ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულმა მოსამართლეებმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არა მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკით და სამართლის პრინციპებით, არამედ მერკანტილური მიზნებით იხელმძღვანელეს, რაც მათ გადაწყვეტილებას სადავოს ხდის,” – წერს ჩიხელიძე.