სათბურის აირების გაფრქვევის ავტორიზაციის ვალდებულება ბიზნესს 2028 წლამდე არ ექნება

ცალკეულ ბიზნეს ოპერატორებს სათბურის აირების გაფრქვევის ავტორიზაციის სავალდებულოობა 2028 წლამდე გადაუვადდათ. ამ დათქმით დაუჭირა პირველი მოსმენით მხარი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა “გარემოს დაცვის შესახებ” კანონში ინიციირებულ ცვლილებებს, რომელიც “ოცნების” მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.
საუბარია ევროკავშირის და ენერგოგაერთიანების დირექტივაზე, რომელიც ძალაში 2023 წელს უნდა შესულიყო, შემდეგ 2026 წლის 1-ელი იანვარი იყო ვადად მითითებული. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობისთვის აუცილებელი იქნება სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაცია.
ნინო თანდილაშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ დარღვევის ხასიათი არ არის მძიმე, ჯარიმების მოცულობაც მცირეა 1000 ლარიდან 2000 ლარამდე.
” რაც შეეხება საქმიანობებს, ზუსტი ჩამონათვალი მთავრობის დადგენილებით უნდა განისაზღვროს. ამას კი დირექტივა განსაზღვრას ზუსტად საქმიანობებსაც და ზღვრებსაც. გამოვითხოვეთ შემოსავლების სამსახურიდანაც ინფორმაცია და ყველა ამ საწარმოსთან გვქონდა კომუნიკაცია და მივაწოდეთ ინფორმაცია”, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
ამ დათქმით, 2028 წლის შემდეგ ავტორიზაციის გაცემა სავალდებულო იქნება შემდეგი საქმიანობებისთვის და სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზებისთვის: