2023 წელს აზარტულ ბიზნესში 12 223 ადამიანი იყო დასაქმებული, მათი საშუალო ხელფასი კი 3 228 ლარს შეადგენდა – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საწარმოთა ბრუნვის მონაცემებში წერია.
გასულ წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 64.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11.4 მლრდ ლარით მეტია 2022 წელთან შედარებით.
