სათამაშო ბიზნესის საბიუჯეტო შენატანები იზრდება – ინდუსტრიამ ათ თვეში ₾181 მლნ შეიტანა

სათამაშო ბიზნესის ბიუჯეტში შენატანები იზრდება. 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საქართველოს ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესმა 181 707 703 ლარი შეიტანა – მოსაკრებლიდან 113 780 694 ლარი, ხოლო ბიზნესის ნებართვის სანაცვლოდ – 67 927 009 ლარი. ამის შესახებ საქართველოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.
გასული წლის პირველ ათ თვეში კი ბიუჯეტში სათამაშო ინდუსტრიიდან 158 359 069 ლარი შევიდა – მოსაკრებლის სახით 107 418 809 ლარი, ნებართვის გაცემის სანაცვლოდ კი – 50 940 260 ლარი. რაც შეეხება 2022 წლის შესაბამის პერიოდის მონაცემებს, მაშინ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის მოცულობამ 80 406 406 ლარი შეადგინა, ხოლო ნებართვის თანხამ – 42 942 668 ლარი, ჯამში – 123 349 074 მონაცემები აჩვენებს, რომ სათამაშო ბიზნესის შენატანები მზარდია.
ცნობისთვის: აზარტული თამაშების სექტორი სალიცენზიო გადასახადის გარდა, ასევე, ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადს იხდის, რასაც ისინი მოგებულ თანხაზე იხდიან. 2024 წლის 1 იანვრიდან ეს მოსაკრებელი 2%-დან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო ონლაინ-კაზინოების მოგების გადასახადი მათი GGR-ის (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობა) 15%-მდე გაიზარდა, რაც 2023 წელს 10%-ს შეადგენდა. აღნიშნული გადასახადები დეტალიზებული სახით ბიუჯეტის ანგარიშში წარმოდგენილი არაა, შესაბამისად უცნობია რა მოცულობის მთლიანი გადასახადები შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში აზარტული თამაშების სექტორიდან.
შეგახსენებთ, 2022 წლიდან შეიცვალა სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშების მოწყობის დაბეგვრის წესი. კერძოდ კი ეს კომპანიები წარსულში იბეგრებოდნენ ჩვეულებრივი მოგების გადასახადით, რაც განაწილებულ მოგების 15%-ს შეადგენდა. თუმცა, შეცვლილი საგადასახადო წესით, ონლაინ-კაზინოებს უწევთ მოგების გადასახადის სახით გადაიხადონ მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 10%, ანუ GGR-ის 10%. 2022 წლის მარტიდან მთავრობამ აზარტული თამაშების ინდუსტრიას სატელევიზიო რეკლამა აუკრძალა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…