სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 64 მლრდ ლარს მიაღწია

სათამაშო ბიზნესს კიდევ ერთი რეკორდული წელი აქვს. აზარტული თამაშებით დაკავებულ საწარმოთა ბრუნვამ 2023 წელს მორიგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია . გასულ წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 63.994 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11.647 მლრდ ლარით მეტია 2022 წელთან შედარებით.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მოცულობა 52.647 მლრდ ლარს შეადგენდა, 2021 წელს – 47.938 მლრდ ლარს, 2020 წელს კი 32.091 მლრდ ლარს. გასულ წელს სათამაში ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 31.2% იყო. ცნობისათვის, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 29%-ს შეადგენდა, 2021 წელს – 32%-ს, 2020 წელს კი 28%-ს.
როგორც ამ რიცხვებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს.