“საზღვრები უნდა დავიცვათ, არალეგალური მიგრაცია უნდა შევაჩეროთ” | კამერონი

“საზღვრები უნდა დავიცვათ, არალეგალური მიგრაცია უნდა შევაჩეროთ”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, სოციალურ ქსელში წერს:
“ჩვენი საზღვრების დაცვა მთავრობის ფუნდამენტური მოვალეობაა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ნავები და ვებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას. ეს ბრიტანელი ხალხის პრიორიტეტია. ამიტომაც, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა,” – წერს კამერონი X-ზე (ყოფილი Twitter).
Securing our borders is a fundamental duty of government. We must stop the boats and tackle illegal migration.

This is a priority for the British people. That is why we must do whatever is needed.— David Cameron (@David_Cameron) November 15, 2023
ცნობისთვის, 13 ნომბერს დევიდ კამერონი ბრიტანეთის პოლიტიკაში დაბრუნდა და საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 2010-2016 წლებში იგი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი იყო, თანამდებობა კი მაშინ დატოვა, როდესაც ბრიტანელებმა რეფერენდუმში მხარი ბრექსიტს დაუჭირეს. ყოფილი პრემიერი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის წინააღმდეგი იყო.