საზონოვმა შეიძლება “ტორინო” დატოვოს

“ტუტოსპორტის” ცნობით, 22 წლის ცენტრალურმა მცველმა საბა საზონოვმა შეიძლება “ტორინო” დატოვოს.
საზონოვს გასულ სეზონში მწვრთნელის, ივან იურიჩის ხელმძღვანელობისას თამაში იშვიათად უწევდა, გუნდის ახალმა თავკაცმა, პაოლო ვანოლიმ ის “მილანთან” მატჩის დასასრულს შეიყვანა შეცვლაზე და იმედები ვერ გაუმართლა.
ტურინული კლუბი შეთავაზების შემთხვევაში, საზონოვს გაყიდის (3 მილიონ ევროდ) ან იჯარით გაუშვებს.