სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა 77-ე წუთზე ანგარიში შეამცირეს, რის შემდეგაც ტურინული გუნდის მცველი საბა საზონოვი 78-ე წუთზე ანტონიო სანაბრიას ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაიკავა ადგილი და საკმაოდ კარგად ითამაშა. აქედან მოყოლებული სარდინიელები ბოლოს შტურმზე გადავიდნენ და კონტრშეტევაზე კომპენსირებულ დროში პიეტრო პელეგრისგან გოლი მიიღეს, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ბოლოს საზონოვმა ორჯერ არ გაატანინა მეტოქეს და „ტორინომ“ გაიმარჯვა.
„ტორინო“ 31 ქულით მეათე ადგილზეა და 4 თებერვალს „სალერნიტანას“
უმასპინძლებს.
კალიარი – ტორინო 1:2
გოლები: 0:1 საპატა (23), 0:2 რიჩი (45+3), 1:2 ვიოლა (77)