საზონოვი შეცვლაზე შევიდა – “ტორინო” სტუმრად “სასუოლოს” დაუზავდა

სერია A-ს 23-ე ტურში „სასუოლოსა“ და „ტორინოს“ მატჩი 1:1 დასრულდა.
სტუმართა გუნდის მცველი საბა საზონოვი 83-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მართალია, საზონოვს დიდი ხანი არ მოუწია თამაში, მაგრამ თავი კარგად წარმოაჩინა და მისი თამაში დადებითად შეაფასეს: sofascore. 6.6, Whoscored 6.2.
„ტორინომ“ ჩემპიონატზე ბოლო 5 მატჩიდან 2 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 33 ქულით მეათე ადგილზეა და 16 თებერვალს „ლეჩეს“ უმასპინძლებს.
სასუოლო – ტორინო 1:1
გოლები: 1:0 პინამონტი (5), 1:1 საპატა (9)