საზონოვის კაცნაკლული “ტორინო” “ფიორენტინას” დაუზავდა

სერია A-ს 27-ე ტურში „ტორინოსა“ და „ფიორენტინას“ მატჩი 0:0 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა პირველი ტაიმის ბოლოს ტურინელთა ნახევარმცველი სამუელე რიჩი გააძევა.
მასპინძელთა გუნდის მცველი საბა საზონოვი 87-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
„ტორინო“ 37 ქულით მეათე ადგილზეა და 8 მარტს „დიეგო მარადონაზე“ „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.
ტორინო – ფიორენტინა 0:0
გაძევება: რიჩი (45+7, ტორინო)