საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – აქციის მონაწილეები საღამოს ეთერს ითხოვენ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაარღვია შეთანხმება და გააუქმა საღამოს ეთერი, რომელიც საზოგადოების წარმომადგენლებს უნდა დასთმობოდა.
ადგილზე შეკრებილები საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვენ.
მათივე თქმით, სამი დღეა ადმინისტრაცია კონტაქტზე არ გამოდის, ზარებსა თუ ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობენ.
„რამდენიმე დღეა ჩვენი შეთანხმების საპირისპიროდ მენეჯმენტი და მათი წარმომადგენლები, პროდიუსერები არ გამოდიან ჩვენთან კონტაქტზე, არ პასუხობენ არც ჩვენს სატელეფონო ზარებს, არც ტექსტურ შეტყობინებებს. 3 იანვარს უნდა განახლებულიყო საღამოს ეთერი და დრო უნდა დათმობდა საზოგადოების წარმომადგენლებს, ეს დრო, 3 იანვრიდან გადაიდო 6 რიცხვამდე, თუმცა ეს ადამიანები აორთქლდნენ და კონტაქტზე არ გამოდიან. ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ არხმა გადაწყვიტა, საზოგადოების ხმა გაწყვიტოს და აღარ დაუთმოს დრო“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ევროპელი ელჩი კადრულობს და ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირში, ახალგაზრდებში, 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ – ევროპის ქვეყნები ვერ ან არ იცავენ საკუთარ მოსახლეობას ბიუროკრატიისგან და უნდათ, ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოზეც, რისკები სერიოზულია