საზოგადოებრივ მაუწყებელთან მყოფი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მყოფი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
მათი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილების დაშლა დაიწყო სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ.
მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია შედგა და ინტერვიუს დეტალები დაზუსტდა.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილების მოთხოვნად რჩება გადადგნენ არხის ხელმძღვანელი პირები: და თინათინ ბერძენიშვილი. მათივე თქმით, ტელევიზიასთან ყოველდღიური იქნება პროტესტი, ვიდრე ხელმძღვანელი პირები არ გადადგებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავა – საქართველო უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბი, ახლა ყალიბდება ციფრული და ფინანსური ინდუსტრიის ჰაბად – ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველად, თბილისში ვატარებთ ფინანსურ სამიტს

ნიკოლ ფაშინიანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე – სომეხი და აზერბაიჯანელი პრემიერები ერთმანეთს მადლობას რომ ვუხდით, ეს წარმოუდგენელი იყო 1 წლის წინ, ახლა რეალობაა – ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია