საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პირველმა არხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პირდაპირი ეთერი დაუთმოს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პირველმა არხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პირდაპირი ეთერი დაუთმოს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, თანახმაა საზოგადოებრივ მაუწყებელში მივიდეს.
ასევე, მათი მოთხოვნაა, გადადგნენ არხის ხელმძღვანელი პირები: და თინათინ ბერძენიშვილი. მათ გადადგომისთვის 30 წუთი მისცეს. აქციის მონაწილეების თქმით, ახალი გენერალური დირექტორი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა დანიშნოს.
პროტესტის მონაწილეებს კოსტავას გამზირი გადაკეტილი აქვთ, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. შეკრებილებს ბანერი აქვთ გაშლილი წარწერით: “არ გაჩერდება ხალხის მდინარე – ქვეყნის გულიდან გამომდინარე”.
აქ შეკრებილებს ცოტა ხნის წინ აქციის ის მონაწილეებიც შეუერთდნენ, რომლებიც რუსთაველზე იყვნენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

ვასილ მათითაიშვილი: შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს იმიტომ ჩაარტყა ჩანგალი კისერში, რომ მისმა გაზეთმა, პრაიმტაიმმა წლის უგემოვნო ქალბატონად დაასახელა. მოროშკინამ ციხეში 2 კვირა გაატარა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებს – ამის თანმხლებლად, 2019 წლის დოკუმენტში მითითებულია, რომ აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ეს არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან