„საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქცია მიმდინარეობს

“საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. პარალელურად, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ტელევიზიის შენობაში შევიდა, რათა დაანონსებულ ეთერში მიიღონ მონაწილეობა.
სტუდენტებისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შალუტაშვილის დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში უნდა გამართულიყო, თუმცა, რექტორი არ მივიდა. ეთერში კი მხოლოდ სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. როგორც გადაცემის წამყვანმა, მაკა ცინცაძემ პირდაპირ ეთერში განაცხადა, დისკუსიაში რექტორის მონაწილეობა დაგეგმილი იყო, თუმცა სტუდენტებისთვის სტატუსის არ შეჩერების შემდეგ, გიორგი შალუტაშვილი ფიქრობს, რომ საკითხი სატელევიზიო დებატებისთვის ამოწურულია და გადაცემის მიმდინარეობისას დისტანციურად ჩაერთვება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)