საზოგადოებრივი მაუწყებლიდან აქციის მონაწილეებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილი, მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლეს.
მოქალაქეები სკანდირებენ: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, „დანიშნე , არ გავჩერდები“.
პროტესტის 70-ე დღეს პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტეს.
მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია-დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები.
მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – მზია ამაღლობელის წარმომადგენელმა გვთხოვა, კონსილიუმის შექმნა და წარმოგვიდგინა კონკრეტული ექიმები – ეს პროცედურა დაიწყო – ჩემი მანდატით შევლენ მის მოსანახულებლად

ლევან იოსელიანი – ჩემს სახლში ორი დღის წინ ორი ნიღბიანი ადამიანი მივიდა, რომლებმაც უწმაწური სიტყვები დატოვეს – ეს არის წითელი ხაზი, ბავშვები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ – ეს ფაქტი დასაგმობია