საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების სია ცნობილია

საქართველოს პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების სიას ავრცელებს.
სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები არიან:
მიხეილ ჩიკვილაძე – ქართული ენის მასწავლებელი, თბილისის 34-ე სკოლის დირექტორი.
დონარა (დოდო) შონავა – “მართლმსაჯულების სახლის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტთა რესურს ცენტრის მედია მწვრთნელი
გიორგი იაკობაშვილი – 2017-2020 წლებში საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრი, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის, For.ge-ს დამფუძნებელი.
იზაბელა ოსიპოვა – 2024 წლის აპრილამდე საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრი, სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი.
სოსო სტურუა – რეჟისორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორი.
გიორგი ლაზრიშვილი – მათემატიკის მასწავლებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელესკოლის გადაცემის, “ცვანციკას ონლაინ გაკვეთილების” წამყვანი.
მარინა გიორგაძე – საქართველოს პარლამენტის პრესცენტრისა და ვებპორტალის განვითარების განყოფილების წამყვანი ხელმძღვანელი,
ემზარ დიასამიძე – აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის რეპორტიორი.

ასევე დაგაინტერესებთ