საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები: საზოგადოებრივ მაუწყებელში რეპრესიები გრძელდება

საზოგადოებრივ მაუწყებელში (პირველი არხი) რეპრესიები გრძელდება. ამჯერად “რეალური სივრცის” კიდევ ერთი თანამშრომელი, დეკრეტიდან გამოსული მერი შიხაშვილი გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან დაითხოვეს, ნაწილს სხვადასხვა სახის სანქცია შეეხო, რამდენიმე კი იძულებული გახდა თავისი სურვილით წამოსულიყო მაუწყებლიდან.