საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ ხუთშაბათს შედგება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ ხუთშაბათს, 22:00 საათზე შედგება.
ინტერვიუს შესახებ ინიციატივა სალომე ზურაბიშვილმა პირველ დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე გამოთქვა.
საქართველოს პირველმა არხმა განაცხადა, რომ არხი მზად იყო, დაუყოვნებლივ მიეწვია პირდაპირ ეთერში.
პრეზიდენტის წარმომადგენელმა საქართველოს პირველ არხს აცნობა, რომ ინტერვიუ, შესაძლებელია, დაგეგმილიყო სამშაბათს ან ოთხშაბათს.
საბოლოოდ, გადაწყდა, რომ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ საქართველოს პირველ არხზე ხუთშაბათს, 5 დეკემბერს შედგება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…