საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობა 28 აგვისტოს დასრულდება – როგორია მშენებლობის ბიუჯეტი?

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2023 წლის ანგარიში განიხილა და მხარი დაუჭირა.
დოკუმენტი დეპუტატებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ წარუდგინა. მ ყურადღება გაამახვილა მაუწყებლის ახალ შენობაზე, ამ მიმართულებით დახარჯულ ფინანსებსა და გასულ წელს ჩატარებულ აუდიტზე. მისი თქმით, შემოწმების შედეგად 2023 წელს მაუწყებლის მისამართით არცერთი შენიშვნა არ გამოთქმულა. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ახალი შენობის მშენებლობა 28 აგვისტოს ოფიციალურად დასრულდება და ახალ შენობაში უპრეცედენტო მასშტაბისა და სიდიდის პავილიონები იქნება. სიტყვით გამოსვლის დროს ვასილ მაღლაფერიძემ აქცენტი გააკეთა სპორტული არხის მნიშვნელობაზე და იმ პროექტებზე, ფილმებსა და შოუებზე, რომლებსაც მაუწყებელი მაყურებელს სთავაზობს.
2023 წლის სექტემბერში საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ ახალი შენობის ღირებულება 85 263 621 ლარია.
„რაც შეეხება დაფინანსებას, ბიუჯეტი არის 80 მილიონ ლარამდეა, ბიუჯეტის კანონის მიხედვით გაყიდული შენობის ღირებულება უნდა აისახოს ბიუჯეტში. ერთია სახელმწიფოს მიერ მიღებული ფული, მეორე გაყიდვის შედეგად მიღებული ფული, რომელიც ტრანშებად მოდის“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.