“საზოგადოებრივი მატყუარა“, „ამხილე რეჟიმი“ – “პირველი არხის” შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საზოგადოებრივი მატყუარა“, „ამხილე რეჟიმი“ – ამ მოწოდებებით საქართველოს პირველი არხის შენობასთან სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, აიღონ პასუხისმგებლობა და დატოვონ თანამდებობები იმ სარედაქციო პოლიტიკის გამო, რომელსაც ეწევიან.
ადგილზე იმყოფებიან თინათინ ბერძენიშვილი და ც. მათი თქმით, მაუწყებელს, რომელიც გადასახადის გადამხდელთა ფულით ფინანსდება, ხელისუფლება პროპაგანდის ერთ-ერთ მექანიზმად იყენებს.
მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმა, თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. პოსტები დატოვეს და “ქართული ოცნების” ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩები.