საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, როდესაც ასეთი ადამიანებისგან ვისმენთ შეფასებებს – მიხეილ სარჯველაძე ეკა გიგაურზე

საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, როდესაც ასეთი ადამიანებისგან ვისმენთ შეფასებებს – ეკა გიგაურზე
„ეს არის ნამდვილი გამჭვირვალობის გიგაურისეული ხედვის ილუსტრაცია, რაც მან გააკეთა. სოციალური სივრციდან მოსპო ადამიანი იმიტომ, რომ მას ჰქონდა კრიტიკული მოსაზრება და შეხედულება“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე იმ ფაქტს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა სოციალურ ქსელში დაბლოკა „ქართული ოცნების” დეპუტატი, უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე, რომელმაც ეკა გიგაური კორუფციის აღქმის ინდექსით მანიპულირებაში ამხილა.
„აფერუმ მის ხედვას ტრასფარენტულობასთან დაკავშირებით. მგონი ყველასთვის ნათელია, რომ უბრალოდ მავნებლობასაც კი შეიძლება ვეღარ ჰქონდეს გასაქანი, როდესაც რეალურად არსებობს სრულიად განსხვავებული მოდელი. ამიტომ, საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, როდესაც ასეთი ადამიანებისგან ვისმენთ გარკვეულ შეფასებებს, შეხედულებებს, მოსაზრებებს, რომლებიც ემსახურებიან ვითომ ტრასფარენტულობას და საკუთარ გვერდზე ბლოკავენ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული, კორექტული განსხვავებული შეხედულება“-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება