“საზოგადოება ერთიანია და ოპოზიცია არა, ვის დავაბრალოთ თუ კიდევ დარჩა რუსული რეჟიმი ხელისუფლებაში ?!” – ლუკა ჭოხონელიძე

გავიარეთ 2 თვიანი პროტესტი, 2 თვე ჩვენი სახლი რუსთაველის გამზირი იყო, კითხვები ჩნდება თუ რისთვის ვიდექით, რისთვის ვიბრძოდით თუ კანონი მაინც მიიღეს , ამ აქციებმა საზოგადოების ოპოზიციური განწყობა კიდევ ერთხელ და საბოლოოდ განამტკიცა, ამის ნათელი გამოვლინება იყო მოსახლეობის რეაქცია ირაკლი კობახიძის გამოსვლაზე , როდესაც იქ ფეხბურთელების დასახვედრად შევიკრიბეთ, მუხტი გაჩერდა რუსთაველზე , მაგრამ არ გაჩერებულა ჩვენს გულებში. საზოგადოება მზად არის ცვლილებებისთვის , მაგრამ ოპოზიცია არა… საზოგადოება ერთიანია და ოპოზიცია არა, ვის დავაბრალოთ თუ კიდევ დარჩა რუსული რეჟიმი ხელისუფლებაში ?! ხალხის მზაობა დიდია , მაგრამ პოლიტიკურმა პარტიებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს და საკუთარი რეიტინგების გამო ერთობა ვერ შესთავაზეს ასეთ გულმხურვალე მოქალაქეებს,ძალა რომ ერთობაშია თუ ეს გამჯდარი არ გაქვს შეგნებაში გერბზე წერია და კითხვა ყველამ იცის. 2003 წელს ხელისუფლება ერთობით შეიცვალა, 2012 წელს ხელისუფლება არა ერთმა პარტიამ , არამედ კოალიციამ შეცვალა და თუ ეს ორი პრეცედენტი საკმარისი არ არის რომ ჭკუა ისწავლოთ და 2 თვიანი პროტესტის ამაოებაში არ დაარწმუნოთ მოსახლეობა , მაშინ პოლიტიკურ პარტიად ყოფნის მორალური უფლებაც არ აქვთ ასეთ პარტიებს . ერთობის რუსეთს ეშინია, ერთობის ეშინია ყველა ბოროტ ძალას, ერთიანი საქართველოა გამარჯვების ფორმულა სხვა ყველა დანარჩენში დიდი დღე არ გვიწერია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია არამხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში – ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი