საზმაუს მცველები: ბერძენიშვილმა რეჟისორი კახა მელიქიძე გაათავისუფლა სამსახურიდან

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ტელევიზიიდან საზმაუს კიდევ ერთი მცველი – რეჟისორი კახა მელიქიძე გაათავისუფლეს.

საზმაუს მცველების ცნობით, მელიქიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ღიად ამხილა მაუწყებელი თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ წნეხში.

“კახა მელიქიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ღიად ამხილა მაუწყებელი იმ პოლიტიკურ წნეხზე, რომელიც პირველი არხის თანამშრომლებზე ხორციელდებოდა. მას აიძულებდნენ ეროვნული ნაკრების თამაშების დროს ეთერში ხშირად ეჩვენებინა ირაკლი და ქართული ოცნების ოფიციოზი, მაშინაც კი, როცა ეს უეფას სტანდარტებსა და წესებს ეწინააღმდეგებოდა. კახა მელიქიძე 1989 წლიდან მუშაობდა პირველ არხზე”- აცხადებენ საზმაუს მცველები.