საზიანოა თუ არა ვარჯიშამდე ჭამა

ვარჯიშამდე უნდა ჭამოთ, მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ – როდის, რა და რამდენი.
როდის ვჭამოთ ვარჯიშამდე?
დრო არის მთავარი. თუ დილით ადრე ვარჯიშობთ, გაღვიძებისთანავე, ეს ნიშნავს, რომ თქვენს სხეულს გარკვეული დრო ენერგია არ მიუღია და რაღაც სჭირდება დღის დასაწყებად. ეს შეიძლება იყოს მცირე წახემსება ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე.
თუ გეგმავთ ვარჯიშს ნოყიერი კვების შემდეგ, მიეცით თქვენს კუჭს დრო, რომ მოინელოს ის, რაც ჭამეთ. ჩვეულებრივ, სტანდარტულად საჭიროა 2-3 საათი.
კვებას შორის, შესაძლოა თქვენს სხეულს საკვებით მცირე მიხმარება დასჭირდეს.
თქვენ შეგიძლიათ წაიხემსოთ ვარჯიშამდე 30-60 წუთით ადრე, რათა მიიღოთ საჭირო ენერგია.
გახსოვდეთ, რომ ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იპოვონ საუკეთესო დრო და საკვების რაოდენობა, რომელიც მათ სჭირდებათ ვარჯიშამდე“, – ამბობს მენდი ტაილერი, სპორტული დიეტოლოგ-კონსულტანტი. მაგალითად, თუ ვარჯიშის დროს მუდმივად გაქვთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები – გულისრევა, გულძმარვა ან საჭმლის მონელების დარღვევა – სცადეთ ლანჩი ჩვეულებრივზე ერთი საათით ადრე მიირთვათ ან მიირთვათ მცირე ულუფებით… წაიკითხეთ ვრცლად..

ასევე დაგაინტერესებთ