საზეიმო დღეების აღნიშვნის აუცილებელი წინაპირობა მშვიდობაა, რომელიც დღეს პრინციპულად დასაცავია –

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატობის კანდიდატი სახალხო ღონისძიებას „თიანეთობას” შეუერთდა და ადგილობრივ მოსახლეობას პირადად მიულოცა დღესასწაული.
„გილოცავთ ულამაზეს, სახალხო დღესასწაულს „თიანეთობას”. ეს არის ნამდვილად დღესასწაული, როდესაც ამ ულამაზეს მხარეში სტუმარ-მასპინძლობით თიანელები ერთმანეთს და ყველა სტუმარს, მათთვის ჩვეულ, კეთილგანწყობას სთავაზობენ.
ჩვენ ქვეყანას ასეთი საზეიმო, ლამაზი დღეები ამშვენებს და საზოგადოებაში ურთიერთსიყვარულს ამკვიდრებს. ამ სიკეთის აუცილებელი წინაპირობა კი მშვიდობაა, რომელიც დღეს პრინციპულად დასაცავია.
საზეიმო კალენდარული დღეები იმ ქვეყნებსაც აქვთ, სადაც ომია, მაგრამ იქ სამწუხაროდ საზრუნავი სხვა აქვთ. მსურს მშვიდობა და საზეიმო განწყობა იყოს ყველგან, ისეთი, როგორიც დღეს თიანეთშია,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში