საზეიმო არაფერი აქვთ – “ნაცმოძრაობამ” საზოგადოებას თავი უფრო ეკლებით დაამახსოვრა, ვიდრე ვარდებით – არჩილ თალაკვაძე

საზეიმო არაფერი აქვთ – “ნაცმოძრაობამ” საზოგადოებას თავი უფრო ეკლებით დაამახსოვრა, ვიდრე ვარდებით, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.
“ის სისტემური ჩავარდნა, რომელიც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დღემდე რჩება მათი პოლიტიკური ბიოგრაფიის მძიმე ნაწილად, თუმცა არც ოპოზიციაში აკლებენ იმის მცდელობას, რასაც აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ეს არის ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ. დღეს მათ საზეიმო არაფერი აქვთ. სჯობს, ერთხელ შეიკრიბონ და მოიკრიბონ ძალა, საზოგადოებას ბოდიში უთხრან იმისთვის, რაც თავის დროზე გააკეთეს”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტზე – ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მთავარი გამოსავალი განათლების სისტემის გაუმჯობესებაა, მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება