საზაფხულო ფოტოალბომი ესპანეთიდან: რუსკა მაყაშვილი მეგობრებთან ერთად სევილიაში მოგზაურობს – Marao

რუსკა მაყაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. ეკრანზე პირველად გამოჩნდა “ს” 2010 წლის რეკლამაში; შემდეგ – სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“, სადაც ის ანჩოს როლს ასრულებდა. ამ როლმა მის სამსახიობო კარიერასა და წარმატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მოგვიანებით მან ეპიზოდური როლი ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ სერიალში, „შუა ქალაქში“ შეასრულა. აქტიურად იყო დაკავებული რუსთაველის თეატრშიც და გიორგი თავაძისა და რობერტ სტურუას სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას, ბოლო დროს კი კარიერა უფრო კინოს დაუკავშირა.
რუსკა მაყაშვილი იყო სატელევიზიო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ 2012 წლის სეზონის ერთ-ერთი თანაწამყვანი და ოთო ფოლადაშვილთან ერთად ამავე პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ამჯერად ის ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანია და ტელეეკრანებზე ხშირად ჩნდება.
რუსკა მაყაშვილი დაქორწინებულია სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე. წყვილმა ოფიციალურად 8 წლის წინ იქორწინა და მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ. როგორც რუსკა ამბობს, მის მეუღლეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს, თუმცა შვილების ფოტოებსა თუ ვიდეოებს ის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს.
ამჯერად რუსკა ოჯახსა და მეგობრებთან ერთად ესპანეთში, სევილიაში მოგზაურობს და კადრებს გამომწერებსაც უზიარებს:
რუსკა მაყაშვილის ბავშვობა
რუსკა მაყაშვილი 1986 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. მაყაშვილების ოჯახს მთელი საქართველო იცნობს. ცოტამ თუ იცის, რომ რუსკა და მისი და, ნინუცა, დედის გვარს ატარებენ. ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული, მუდამ მოღიმარი მსახიობის ცხოვრების უკან დრამატული ისტორია იმალება.
რუსკას დედა თამარ მაყაშვილი 17 წლის იყო, როდესაც ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე იქორწინა. წყვილმა ერთად 5 წელი იცხოვრა, ორი გოგონაც გაჩნდა. კოკამ ხატვა დაიწყო და ურთიერთობაც აირია, წყვილი დაშორდა. გოგონებმა მამის გვარზე უარი თქვეს – კოკა დაოჯახებული იყო და პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. გოგონებს პროტესტის გრძნობა მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მიწვეულმა მამამ პირველი ქორწინებიდან შვილების სახელები ახსენა, რუსკა და ნინუცა კი დაივიწყა. რუსკასა და ნინუცაზე ბავშვობიდან მათი ბიძა, დედის ძმა ზრუნავდა.

ასევე დაგაინტერესებთ