საზარელი მკვლელობა წალკის მუნიციპალიტეტში – მამაკაცმა თანასოფლელი ქალი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანში მცხოვრები 53 წლის ეკა გულაშვილი თანასოფლელმა მამაკაცმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ქალს სხეულზე ნაჯახით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. მოკლულის ცხედარი მეზობლებმა დილით კორპუსის ეზოსთან იპოვეს.
“კურიერმა” გაარკვია, რომ ბრალდებული წალკის ფსიქიატრიული კლინიკის ადმინისტრატორი 47 წლის ვოსკან ვოსკანიანია. ამავე კლინიკაში მუშაობდა ეკა გულაშვილი. კონფლიქტის მოტივად პირადი უთანხმოება სახელდება, რასაც წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება.
სავარაუდო დამნაშავის ოჯახში კამერების წინ საუბარი არ სურთ. “კურიერის” გადამღებ ჯგუფს დაკეტილი დახვდა მოკლული ქალის საცხოვრებელი სახლიც. ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, თუმცა კონფლიქტის მოტივზე საუბარი უჭირთ.
ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ის მარნეულში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.
სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 47 წლის მამაკაცს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით – განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე

ბაჩიაშვილის არცერთმა უკანონო ქმედებამ არ გაამართლა და ახლა დარჩათ ბოლო გზა, რა მარტივი ყოფილა ამ ეპოქაში დიდი ფულის მოპარვა და შემდეგ მისი ,,დაკრიშვა” – ვინც გენდობა გადააგდე, იპოვე ჯინ შაჰინისნაირი ყველაფერზე წამსვლელი და ეგაა, გმირიც გამომცხვარია

ქალბატონმა შაჰინმა სხვისი ქონების მიმთვისებელი, ფულის გამთეთრებელი და საზღვრის უკანონო დამრღვევი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლად შერაცხა. გიორგი ბაჩიაშვილის ხსნება ჯინ შაჰინისგან კი იმას ნიშნავს, რომ ბაჩიაშვილი მათი აგენტია