“სავსეა ქართული ოცნება და ხელისუფლება, რუსეთის აგენტებით” – გვარამია

პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, :
ს აგენტის განცხადება იყო ივანიშვილის გამოსვლა იმ მიტინგზე, ამას ბევრი მკითხაობა რად უნდა. შეგახსენებთ, -ს გამოვლენილი ჰყავს რუსეთის აგენტი საქართველოში და დასანქცირებული, ეს არის ფარცხალაძე. დანარჩენი, დროის და ტექნიკის საკითხია, ახლა ამას ბევრი ლაპარაკი რად უნდა. ამ ხელისუფლებას ხელისუფლებიდან წასვლის შიში რომ აქვს, ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მთელი ეს აგენტურა ამოვა ზედაპირზე და ახალი ხელისუფლება რა თქმა უნდა ქვეყანას ვალდებულია უთხრას ვინ იყო რუსეთის აგენტი და ვინ მუშაობდა ქვეყნის საწინააღმდეგოდ რუსული ინტერესების გამო. რა გამოსააშკარავებელია, სავსეა ქართული ოცნება და ხელისუფლება, რუსეთის აგენტებით, თუ იქნება კონკრეტული სახელები და გვარები, რაზეც ჩვენც გვაქვს ინფორმაციაც და ეჭვიც და ქართული მედია დიდი ხანია ამაზე მუშაობს, თქვენდა სასახელოდ უნდა ითქვას, და კონკრეტული მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, ეს გასაგები იქნება, თუმცა ახლა რომელიმე რუსეთის აგენტს, რომელიც ღიად რუსულ საქმეს აკეთებს, გული გაუსკდება ამის გამო, ეს არ მგონია, მაგრამ მხილება ყოველთვის მნიშვნელოვანია”

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?