სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, კონფერენცია – „ ბიზნესისთვის“ გაიმართა

სავაჭრო პალატის ორგანიზებითა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში კონფერენცია სახელწოდებით – „ ბიზნესისთვის“ გაიმართა. ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პეტრ კუბერნატმა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გახსნეს.
„კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორი პანელური დისკუსია, რომლებიც თანამედროვე ეკოსისტემას, ინკლუზიურობასა და განათლების საკითხებს დაეთმო. დისკუსიებში მონაწილეობდნენ დარგის წამყვანი პრაქტიკოსი ექსპერტები, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ გარდაქმნის ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე ბიზნესპროცესებს და რა გავლენას ახდენს ტექნოლოგიები დასაქმების სექტორზე. საუბარი ასევე შეეხო წარმატებული ქართული კომპანიების გამოცდილებას ხელოვნური ინტელექტის დანერგვისა და გამოყენების მიმართულებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ მეწარმეები, სტარტაპერები და სტუდენტები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ხელოვნური ინტელექტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბიზნესის განვითარებისთვის – განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის. მისი ინტეგრირება სხვადასხვა ბიზნესპროცესში არა მხოლოდ ზრდის ეფექტიანობას და ამცირებს ხარჯებს, არამედ მნიშვნელოვნად ამაღლებს მათ კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე“, – განაცხადა გიორგი პერტაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ