სავაჭრო პალატა ქალი მეწარმეებისთვის ახალ პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გაციფრულების გზით“ იწყებს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, კანადის ფონდის ადგილობრივი ინიციატივების CFLI-ისთან თანამშრომლობით იწყებს ახალ პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გაციფრულების გზით“.

პროექტის მიზანია მეწარმეებისთვის ციფრული უნარ-ჩვევების განვითარება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეირჩევიან მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი ქალი მეწარმეები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ქალი მეწარმეები გამოცდილი ტრენერების დახმარებით შეძლებენ აღმოაჩინონ მათთვის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც დაეხმარებათ ბიზნესის გაციფრულებაში და გაძლიერებაში.

დარგის ექსპერტები და წარმატებული მეწარმეები ტრენინგების პარალელურად ჩაატარებენ მასტერკლასებს და სამოტივაციო შეხვედრებს, სადაც მოხდება საკუთარი გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება.

პროექტის ფარგლებში ქალი მეწარმეები გაიგებენ თუ რა არის ბრენდინგი, მარკეტინგი, ხელოვნური ინტელექტი, ელექტრონული კომერცია,სოციალური ქსელები და ა.შ.

ტრენინგ პროგრამა ბიზნეს დიაგნოსტიკის კვლევის საფუძველზე იქნება შემუშავებული და მოერგება ქალი მეწარმეების ბიზნეს საჭიროებებს.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მეწარმე აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

• უნდა იყოთ მცირე ბიზნესის წარმომადგენელი ქალი მეწარმე;
• ცხოვრობდეთ თბილისში ან საქართველოს რომელიმე რეგიონში;
• უნდა გქონდეთ რეგისტრირებული ბიზნესი ან სტარტაპი, რომლის დარეგისტრირებასაც გეგმავთ უახლოეს მომავალში;

პროექტში მონაწილეობის მისაღებად მეწარმეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსოთ კითხვარი 2024 წლის 20 ოქტომბრამდე შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/fEkivf6PTwAKYaex5