სავაჭრო ობიექტებში ნებისმიერი საბანკო ბარათით გადახდა ერთი ტერმინალიდან იქნება შესაძლებელი

სავაჭრო ობიექტებში ნებისმიერი საბანკო ბარათით გადახდა ერთი ტერმინალიდან იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ინიციატივის განხორციელება 2026 წლის აპრილიდან არის დაგეგმილი.
„დღეს მაღაზიაში დგას რამდენიმე ბანკის ტერმინალი და ყველა საფინანსო ოპერაცია ამით ხდება, ახლა ეს იქნება ტერმინალი, რომელიც ამოიცნობს ამ ბარათებს და კონკრეტულ ბანკთან კონტაქტი აღარ ექნება, პირდაპირ ამ მაღაზიაში გადაირიცხება თანხები.
როდესაც დღეს მაღაზიაში შედიხარ, ყველა გვეკითხება, რომელი ბანკით გინდა გადახდა. უცხოეთში ალბათ, გინახავთ, ასეთი რამ არ არის – გაძლევს ერთ ტერმინალს და გადახდა ყველა ბარათიდან ხდება“, – განმარტა პაატა კვიჟინაძემ.