იანვარ-მარტის მონაცემებით, საქართველოსა და დსთ-ის წევრი ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა 7.9%-ით 1 მილიარდ 803 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებზე 32% მოდის.
ყველაზე დიდი სავაჭრო ბრუნვა კი დსთ-ის ქვეყნებს შორის რუსეთთან გვაქვს, სადაც ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელმა წლის ამ პერიოდში 642 მილიონ 774 ათასი დოლარი შეადგინა. იანვარ-მარტში ვაჭრობის მიხედვით დსთ-ის ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:
· რუსეთი – $642.7 მლნ;
· აზერბაიჯანი – $305 მლნ;
· ყირგიზეთი – $299.7 მლნ;
· ყაზახეთი – $193.6 მლნ;
· სომხეთი – $167.6 მლნ;
· უკრაინა – $85 მლნ;
· უზბეკეთი – $56 მლნ;
· ბელარუსი – $28.2 მლნ;
· ტაჯიკეთი – $12.8 მლნ;
· თურქმენეთი – $7 მლნ;
· მოლდოვა – $4.9 მლნ;
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო სალდო დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტი იმპორტს აღემატება. 2025 წლის იანვარ-მარტში თანამეგობრობის ქვეყნებში 941 მილიონ 798 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავყიდეთ. წლიურად ზრდა 7%-ია. ექსპორტის ნახევარი კი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე მოდის, რაც წლის ამ პერიოდში 495 მილიონ 461 ათას დოლარს შეადგენდა, ეს გასული წლის ანალოგიური პერიოდის ექსპორტს 15%-ით აღემატება. საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ძირითადი ბაზარი ცენტრალური აზიის ქვეყნებია.
დსთ-ში ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:
· მსუბუქი ავტომობილები – $495.4 მლნ;
· ეთილის სპირტი – $47 მლნ;
· მინერალური წყლები – $38.3 მლნ;
· ყურძნის ნატურალური ღვინოები – $34.8 მლნ;
· მინერალური წყლები შაქრის დანამატებით – $28.6 მლნ;
· დაფასოებული სამკურნალო საშუალებები – $25 მლნ;
· სიგარები, სიგარილები – $21.5 მლნ;
· კარტოფილი – $13.4 მლნ;
· თამბაქო და თამბაქოს სხვა შემცვლელები – $12.2 მლნ;
· მცენარის ნაყოფები დაკონსერვებული – $11.1 მლნ;
რაც შეეხება დსთ-დან იმპორტს, ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის I კვარტალში 9%-ით 861 მილიონ 476 ათას დოლარამდე გაიზარდა. უმსხვილესი იმპორტირებული საქონლის რეიტინგში კი პირველ ადგილს ნავთობის აირები და ასევე ნავთობროდუქტები იკავებენ.
დსთ-დან იმპორტირებული TOP-10 პროდუქტი:
· ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა – $191.3 მლნ;
· ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $170.9 მლნ;
· ელექტროენერგია – $24.3 მლნ;
· წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – $21 მლნ;
· სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $18.2 მლნ;
· სიგარები და სიგარილები – $17.5 მლნ;
· ხორბალი და მესლინი – $15.5 მლნ;
· ცემენტი – $14.5 მლნ;
· მინის ბოცები და ბოთლები – $14.3 მლნ;
· მასალების დასამუშავებელი მანქანები – $13.7 მლნ;
დსთ-ს სივრციდან საქართველოში შემოდის ასევე შოკოლადი და კაკაო, მზესუმზირის ზეთი, პურ-ფუნთუშეული, მედიკამენტები, ეთილის სპირტი და სხვა.
წყარო: bm.ge
