საქართველოს ნაკრებში არსებული ვითარება დეტალურად განვიხილეთ. ვილი სანიოლს მართლაც ბევრი საფიქრალი დაუგროვდა, თურქეთთან მატჩამდე კი ცოტა დროა. ახლა კი ყოველგვარი შესავლის გარეშე, სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას გაგაცნობთ.
ამხანაგური მატჩების ჩატარების შემდეგ “მამარდა” “ლივერპულში” პრაქტიკის გარეშეა. შესაძლოა, შეხვედრის დასაწყისში მცველებმა ის მაქსიმალურ ტონუსში მოიყვანონ და თამაშში ჩართონ. ამ სიტუაციის მიუხედავად, გიორგისგან მორიგ დამაჯერებელ მატჩს ველით, ეს ძალიან გვჭირდება. ევროპის ჩემოიონატზე თურქებთან მისი დღე ნამდვილად არ იყო და ამის გამოსწორება მოუწევს.
ტრავმის შემდეგ მისი ახალ გუნდში დებიუტი ძალიან გვჭირდებოდა. უთამაშებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, სანიოლს სასტარტოში ადგილი ვერ გამორძებნა, არადა, საბას კლასის და შესაძლებლობების მცველის ართამაშის ფუფუნება არ გვქონდა.
გოგლიჩიძეს ოთხმცველიან ტაქტიკაშიც პირველივე წუთიდან ვიხილავთ, ჩვენი ვარაუდით ფრანგი მთავარი მწვრთნელი კვლავ 5 უკანახაზელით ითამაშეს, “უდინეზეს” ფეხბურთელი კი მარჯვნივ იქნება.
თავს მოვიტყუებთ, რომ ვთქვათ, კაპიტანს საუკეთესო დრო აქვს, მაგრამ ეროვნულ გუნდში განსაკუთრებული მობილიზაციით თამაშობს.
როცა სამი ცენტრალური მცველი გვყავს, გურამს შუაში დიდი როლი აქვს და ის დაცვის ორგანიზების უნარებით დაკარგულ სისწრაფეს აბალანსებს.
როცა ნაკრებში საუკეთესო შეფასებით მიდიხარ, რა დონეზეც არ უნდა იყოს, ფსიქოლოგიურად დიდი მნიშვნელობა აქვს. სამმცველიანი ტაქტიკის უპირატესობა ისიცაა, ლოჩოშვილი აქ მარცხნივ იდეალურად ერგება.
თუკი თამაშის პროცესში ტაქტიკური ცვლილებები იქნება, ლუკას ფლანგზე გადასვლა შეუძლია.
მას მშვენიერი პერიოდი აქვს, გუნდში მარჯვენა ფლანგის კონტროლი ევალება და ამ საქმეში საკმაოდ დაიხვეწა.
ვისურვებთ, ოთომ საუკეთესო თვისებების გამოვლენა შეძლოს, ის ამ დროს მეტოქეს ბევრ პრობლემას შეუქმნის.
გიორგი წიტაიშვილი
მართალია, მისი ოპტიმალური პოზიცია მარჯვენა ფლანგია, მაგრამ სანიოლი მარცხნივ ენდობა. რადგან აქ უფრო სჭირდება.
ევრო 2024-ზე წიტაიშვილის ერთი შეცდომა თურქებთან ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ მაშინ პრესინგის დაძლევა მთელ გუნდს გაუჭირდა. გიორგის ყველაფრის გამოსწორება შეუძლია.
უკვე ჩამოთვლილი 6 ფეხბურთელიდან ევროპირველობასთან შედარებით ორი ცვლილება გამოდის, საბა კვირკველია და ლაშა დვალი გუნდში არ არიან. ლოჩოშვილი მაშინ შეცვლაზე შევიდა, გოგლიჩიძე კი სიაში არ ყოფილა.
მას ისევ რთული მისია აქვს, როგორც მაშინ დორტმუნდში და ოთარ კიტეიშვილის შეცვლა უნდა სცადოს. ისინი განსხვავებული სტილის არიან, მაგრამ სომხეთის ნაკრებთან ანრის პრესინგზე თამაში გვაფიქრენებს, რომ ახლაც, ნაკრებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.
კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის არყოფნაში ბურთის კონტროლი გაჭირდება, ისე კი ჩვენმა ნახევარდაცვამ კარში დარტყმები უნდა სცადოს, როგორც ეს მექვაბიშვილმა ევროზე თურქებთან შეხვედრის დასაწყისშივე სცადა.
“ქოჩორას” თამაშს ახლა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება. თურქებს კარგად ემახსოვრებათ, მათ წინააღმდეგ გიორგი გატანასთან რა ახლოს იყო, მაგრამ ახლა შეტევისთვის ამდენად როგორ მოიცლის, როცა შუა ხაზში ორი წამყვანი მოთამაშის შევსება მოუწევს, რთული სათქმელია. რაც ნამდვილად ვიცით, ბოლომდე დაიხარჯება.
როცა ჩაკვეტაძე არ თამაშობს, სანიოლი ზურიკო დავითაშვილს ეყრდნობა, მაგრამ ვფიქრობთ, ორი მიზეზი არსებობს, რის გამოც, ახლა არჩევანი გაგნიძეზე შეჩერდება. პირველი, იქნებ შუა ხაზის დანაკლისი ნახევარმცველების რაოდენობით დავაბალანსოთ, რათა ცენტრში კონტროლი არ დავკარგოთ და მეორე, ზურიკო სათადარიგოთა სკამზე მეორე ტაიმში თამაშის სცენარის შეცვლის ვარიანტებს იძლევა.
კიტეიშვილისა და განსაკუთრებით, ჩაკვეტაძის გარეშე, “კვარას” მარცხნივ სივრცეების გათავისუფლების პრობლემა შეექმნება, ის შესაძლოა, რამდენიმე მეურვის გარემოცვაში მოაქციონ, ამიტომ მნიშვნელივანი იქნება, ბურთის დროულად დაბრუნება და სწრაფი შეტევები განვაცორციელოთ, სადაც ხვიჩა თავს საუკეთესოდ გრძნობს. რეალურად, ის სანიოლისგან მაქსიმალურ თავისუფლებას მიიღებს.
გვახსოვს, როცა კლუბში იდეალურ ფორმაში არმყოფი კვარაცხელია ნაკრებში რა წარმატებულ მატჩებს ატარებდა. ის ახლა ფორმის პიკში არაა, მაგრამ ეს ხომ “კვარაა”. ნეტავი თურქები ამას იფიქრებდნენ, ხვიჩასგან ახლა ნაკლები საფრთხე გველისო და მერე ვნახოთ…
გიორგი მიქაუტაძე
ბოლოს საყვარელი კლუბიდან წასვლის ემოციები და უთამაშებლობა კი იყო, მაგრამ ჟორჟი როგორც ამხანაგურ მატჩებში, ასევე საფრანგეთის ჩემპიონატის სტარტზე შედეგიანი ვნახეთ. თურქებს მისი გოლი არასდროს დაავიწყდებათ და კარგი დღე არც ახლა ელით.
შეგახსენებთ, შეხვედრა 4 სექტემბერს, 20:00 საათზეა.
[VIDEO] ნაკრებმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
როგორ ფორმაში ვართ ჩვენ და თურქები და რომელი ტაქტიკით ვითამაშებთ ორი ნახევარმცველის გარეშე…
Le Parisien: კვარაცხელიას დაბრუნება და პსჟ როტაციით “ტულუზასთან”
კარგი ამბავი პარიზიდან – კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო
არასასიამოვნო ამბავი – დავითაშვილმა შეიძლება “გრენობლთან” ვერ ითამაშოს
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
“ტულუზასთან” მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
კვარაცხელიას პირველი და ბოლო – თურქეთამდე ლეგიონერებზე დეტალურად…
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე – პსჟ-მ “ტულუზას” მოუგო
“კვარა” ისევეა, როგორც მე, იდეალურად” – ლუის ენრიკემ ხვიჩას მდგომარეობა შეაფასა
[VIDEO] ნაკრებმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
