“სავარაუდო კიბერშეტევის” გამო მერია ტრანსპორტში გადახდის სისტემას თიშავს

სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება. ამის შესახებ მერია აცხადებს.
“საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „ს“ კონტრაქტორი კომპანიები – შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება.
პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება”, – აცხადებენ მერიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – უკრაინა განიცდის გაუმართლებელ აგრესიას, 2008 წლიდან რუსეთის აგრესიის სამიზნეა საქართველოც – მის მავნე ქმედებებს სჭირდება სათანადო პასუხი, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ ძლიერები