სავარაუდოდ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალა გაუგზავნა

სამხრეთ კორეის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დაახლოებით 6 700 კონტეინერი გაგზავნა, რომლებიც სრულად საბრძოლო მასალით იყო სავსე.
სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი შინ ვონ-სიკი ამბობს, რომ კონტეინერებში შეიძლება იყოს 3 მილიონზე მეტი 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი ან სულაც 500 000 12მმ-იანი ტყვია.
„შეიძლება იყოს ამ ორის ნაზავიც, ჯამში შეიძლება ითქვას, რომ სულ მცირე რამდენიმე მილიონი ჭურვის გაგზავნა მოხდა“,- ამბობს ვონ-სიკი, რომლის კომენტარსაც ახალი ამბების სააგენტო „იონჰაპისი” ავრცელებს.
სამხრეთ კორეის ცნობით ამ ეტაპზე ჩრდილოეთ კორეაში ნედლეულისა და ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო საბრძოლო მასალების მწარმოებელი ქარხნების ნაწილი დაახლოებით 30%-იანი დატვირთვით მუშაობს, თუმცა ქარხნები რომლებიც სთვის საარტილერიო ჭურვებს ამზადებენ, „სრული დატვირთვით“ მოქმედებენ.
სეული და ვაშინგტონი ფხენიანს უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, თუმცა ფაქტს როგორც რუსეთში ასევე ჩრდილოეთ კორეაში უარყოფენ.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ სექტემბრიდან მოყოლებული რუსეთს 10 000-ზე მეტი კონტეინერით სამხედრო დახმარება მიაწოდა. ინფორმაცია ს უწყებამ გასული კვირის მიწურულს გაავრცელა, მასალაში ნათქვამია, რომ სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისგან 9000 კონტეინერით საკვების მარაგი მიიღო.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო კონკრეტულ ციფრებზე ვერ საუბრობს თუმცა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კორეამ 30 პროცენტით უფრო მეტი კონტეინერი მიიღო რუსეთისგან, ვიდრე თავად გაგზავნა. სეულის მტკიცებით ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან ავიაციისთვის და სახმელეთო ძალისთვის ტექნოლოგიებს ითხოვს და გეგმავს სადაზვერვო თანამგზავრის გაშვებას.
„გაურკვეველია რამდენს გასცემს რუსეთი, მაგრამ რაც უფრო მეტად იქნება დამოკიდებული რუსეთი ჩრდილოეთ კორეის საარტილერიო ჭურვებზე, მით უფრო მაღალი იქნება რუსული ტექნოლოგიების გაცემის მაჩვენებელი“,- ამბობს სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი სააგენტო „იონჰაპის“ ცნობით.

ასევე დაგაინტერესებთ