სავარაუდოდ, ქალზე ძალადობის ბრალდებით, კაბუ დააკავეს

სავარაუდოდ, ქალზე ძალადობის ბრალდებით, ქართველი მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ დააკავეს.
მთავარი არხის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მას ხელბორკილები ქუჩაში მაშინ დაადეს, როდესაც ის მეგობარ ქალზე ძალადობდა.
დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. უცნობია, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს.
საგამოძიებო უწყება დაკავებულ რეპერს ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება – გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს და 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – მზია ამაღლობელის წარმომადგენელმა გვთხოვა, კონსილიუმის შექმნა და წარმოგვიდგინა კონკრეტული ექიმები – ეს პროცედურა დაიწყო – ჩემი მანდატით შევლენ მის მოსანახულებლად

ლევან იოსელიანი – ჩემს სახლში ორი დღის წინ ორი ნიღბიანი ადამიანი მივიდა, რომლებმაც უწმაწური სიტყვები დატოვეს – ეს არის წითელი ხაზი, ბავშვები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ – ეს ფაქტი დასაგმობია