სავარაუდოდ, ნარკოტიკი ჩაუდეს, აცხადებს შიმშილობას — ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი

აქციაზე ერთ-ერთი დაკავებული დემონსტრანტის, გიორგი ახობაძის ადვოკატი ამბობს, რომ ახობაძემ იგრძნო დაკავებისას, როგორ ჩაუცურეს ჯიბეში რაღაც და ის მშრალ შიმშილობას აცხადებს.
„გიორგი ახობაძე, რომელიც აცხადებს, რომ ის და მისი მეგობარი ერთად მოძრაობდნენ თამარ მეფის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც ისინი გააჩერა საპატრულო პოლიციამ. ხელბორკილის დადებისთანავე მანქანის ე.წ. კაპოტთან მიყვანისთანავე, როგორც თვითონ თქვა, იგრძნო, რომ შარვლის მარცხენა ჯიბეში პოლიციელმა ხელი ჩაუყო და მიხვდა, რომ რაღაც უკანონო ნივთიერების ჩადებას ჰქონდა ადგილი. მის ჯიბეში ჩადეს, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება, სავარაუდოდ, შეფუთული სახით. გიორგი ახობაძე აცხადებს მშრალ შიმშილობას, – ამბობს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.
გიორგი ახობაძე პროფესიით ექიმია. ის დიღმის იზოლატორში იმყოფება. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. როგორც ახობაძე ადვოკატთან იხსენებს, მისი დაკავებისას ვიდეოგადაღება არ მიმდინარეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას