სავარაუდოდ მოლანდებები დაეწყოთ – თორნიკე ჭეიშვილი პაატა ბურჭულაძის და ოპოზიციის ინიციატივაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი პაატა ბურჭულაძის ინიციატივას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მედიასთან აფასებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ კრიზისშია.
„იმდენად ღრმა პოლიტიკურ კრიზისში არიან, რომ სავარაუდოდ მოლანდებები დაეწყოთ, სხვანაირად არ შეიძლება აიხსნას ის აბსურდული განცხადებები, რასაც ისინი აჟღერებენ. როგორიც არ უნდა იყოს რადიკალური ოპოზიციის გადაწყვეტილება, განწირული იქნება მეათე, საიუბილეო პოლიტიკური კრახისთვის“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
პაატა ბურჭულაძე ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ ოპოზიციამ შემოდგომაზე პარლამენტისა და თვითმმართველობის საკუთარი ძალით და ისიც ტელეფონებით ჩაატაროს.
„ნაციონალური მოძრაობა“ დანაყოფ პარტიებსა და კოლეგა ოპოზიციონერებს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებს. ოპოზიციაში აზრთა სხვაობაა. ნაწილი ირწმუნება, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. „ლელომ“ კი პოზიცია შეარბილა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასულ წელს ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი

დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის – ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციული წერილი არავის უკვირს