“სავარაუდოდ, დღეს გექნებათ პროცესიო, რომელ საათზე, არ ვიცითო…” – უცნაური ზარები შსს–დან

სამმართველოდან დამირეკეს ამწამს. თქვენი საბუთები შეგვაქვს სასამართლოში და სავარაუდოდ, დღეს გექნებათ პროცესიო , – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, აქტივისტი, გელა ხასაია წერს.
რომელ საათზე ჩაინიშნა ხასაიას სასამართლო პროცესი მისთვის უცნობია, რადგან მისი თქმით, კითხვაზე, როდის შედგებოდა სასამართლო, პასუხის ვერ გასცეს.
სამმართველოდან დამირეკეს ამწამს. თქვენი საბუთები შეგვაქვს სასამართლოში და სავარაუდოდ დღეს გექნებათ პროცესიო მეთქი რომელ საათზე – არ ვიციო იქნებ ქალაქში არ ვარ ან ვმუშაობ, რა ვქნათქო? – არ ვიციო შეიძლება ისე მომისაჯონ, ვერც გავიგო, – წერს ხასაია.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, „დროას“ ოფისთან, ჩხრეკის პარალელურად, 4 დეკემბერს დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას