“სავარაუდოდ, დაკავებული ვარ” – სად გამოკეტეს დიმა ბიძინაშვილი

“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი სასამართლოს მანდატურებმა დააკავეს და ამ დრომდე ე.წ. დაკავების ოთახში ჰყავთ.
მასთან ცოტა ხნის წინ სატელეფონი კომენტარის ჩაწერა მოახერხა “პირველებმა”. როგორც ოპოზიციონერი ამბობს, სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის პროცესზე იყო მისული, რა დროსაც მასა და მანდატურს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
საბა სხვიტარიძის პროცესზე ვიყავი მოსული. რომ მოვედი ყველა დარბაზში იყო, ადგილი აღარ იყო. სამი მომწე იყო გამოსაკითხი, ისინი ისხდნენ მარტო. მეთქი, ფანჯრიდან მაინც შევიხედები-თქო, მანდატურმა მეც ვუთხარი და ავყევით ერთმანეთს. მერე მითხრა, გამოდი, ბიჭო, გარეთო. გარეთ რომ გამოვედი, ვთქვი, ამ უსამართლობის დედა…. -თქო. მერე დამაკავეს, აღმოვჩნდი ოთახში, მაგრამ ჯერ არ მეუბნებიან, დაკავებული ვარ თუ არ ვარ, მაგრამ, სავარაუდოდ დაკავებული ვარ. საპატრულო პოლიცია შეავსებს ახლა ოქმს და გადამიყვანენ იზოლატორში”, – განაცხადა ბიძნაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…