სავარაუდოდ, დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება –

“ოცნების” მთავრობის პრემიერი, ირაკლი ამბობს, რომ სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს მომხდართან დაკავშირებით დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს გურჯაანში განუცხადა.
მისივე თქმით, ყველა მოძალადე, ვინც იქნება იდენტიფიცირებული, მიეცემა პასუხისგებაში.
„ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას იდენტიფიცირების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ვაფრთხილებდით, რომ გვქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე მანამდე. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ უნდა ველოდოთ რიცხვის გაზრდას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება მარტივად გაატაროს სახელმწიფომ. როცა ხორციელდება ასეთი მასშტაბის ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, იქ რეაგირება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა მომავალში დავაზღვიოთ სახელმწიფო ასეთი ტიპის მცდელობებისგან და ამას, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ,“- განაცხადა მ.
მისი თქმით, მორალური პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ეკისრება უკლებლივ ყველა ადამიანს, რომელიც იყო მისული აქციაზე.
„ანონსი ყველამ იცის, რაც იყო. გამოცხადებული იყო დამხობის აქცია. დაახლოებით 5-7 ათასი ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე სრულიად შეგნებულად. რა თქმა უნდა, მორალური პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ეკისრება უკლებლივ ყველა ადამიანს, რომელიც იქ იყო მისული. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვინც ძალადობაში იყო ჩართული, იცით, რომ მათ მიმართ მოქმედებს სამართლებრივი ზომები. იდენტიფიცირებულია ადამიანების გარკვეული რაოდენობა და მათ მიმართ სამართლებრივი ზომები ამოქმედდება. რა თქმა უნდა, ეს არ გვიხარია, თუმცა ყველამ იხილა შემდგარი დანაშაული და ამაზე სახელმწიფოს რეაგირება არის უბრალოდ ჩვენი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მ.
კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს.
„სინამდვილეში, საზოგადოებაში არავითარი პროტესტი არ არსებობს და ამას ადასტურებს, მათ შორის, ისიც, რომ ამ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ამომრჩეველთა ხმების 82%. ჩვენ მივიღეთ 1 100 000-ზე მეტი ხმა. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ასეთ ხელოვნურ პროტესტის მცდელობებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატების პერსპექტივა“, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს

გიორგი შარაშიძე – არსებობს ეჭვი, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხზე კანონდარღვევა მოხდა და ამიტომ, „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 5 დღეში გამოძიებული საქმე შერაცხოს ჭეშმარიტებად – რაც მეტია „ოცნების” ისტერიკა, მეტად ჩნდება კითხვები